უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში მოქმედი სეპარატისტების ინფორმაციით, ლუგანსკთან ევრაზიული ახალგაზრდული კავშირის წარმომადგენელი ალექსანდრე პროსელკოვი მოკლეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
„გულში გასროლით მოკლულია ევრაზიული ახალგაზრდული კავშირის წარმომადგენელი, დონეცკის სახალხო რესპუბლიკის შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე პროსელკოვი",_ წერს რუსული მედია და აღნიშნავს, რომ დამნასავე გაურკვეველი მიმართულებით მიიმალა.
მოკლული, რუსული მედიის ინფორმაციით, კრასნოდარიდან მომავალ ჰუმანიტარულ კოლონნას ახლდა თან.
ევრაზიული ახალგაზრდული კავშირი საერთორუსული პულიტიკური ახალგაზრდული ორგანიზაციაა, რომელიც 2005 წელს შეიქმნა, როგორც ახალგაზრდული სტრუქტურა მოძრაობა „ევრაზიული მოძრაობის" ფარგლებშ, რომელსაც ალექსანდრე დუგინი ხელმძღვანელობს.