დონეცკის რაიონის ქალაქ შახტიორსკთან მიმდინარე ბრძოლების შედეგად, წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულია 14 უკრაინელი მედესანტე. მედესანტეები გადადისლოცირების დროს ალყაში მოხვდდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის ანტიტერორისტული ოპერაციის შტაბი ავრცელებს.
„თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია 21 დაღუპული მედესანტის შესახებ, მაგრამ ეს ციფრი სინამდვილეს არ შეესაბამება. ამ დროისათვის დაღუპულთა ზუსტი რიცხვის დადგენა მიმდინარეობს. საუბარი მიდის 14 დაღუპულზე, მათ შორის 10 უკვე ამოცნობილია, ხოლო დანარჩენი 4 კიდევ გაურკვეველია ჩვენები არიან თუ სეპარატისტები",_ განაცხადა ანტიტერორისტული ოპერაციის შტაბის პრეს ოფიცერმა ალექსეი დმიტრაშოვსკიმ.