დღეს, 29 მარტს, დნესტრისპირეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში თანამეგობრობის ~დემოკრატიისა და ხალხთა უფლებებისთვის~ წევრი ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეის მეხუთე სხდომა გაიმართება.
სააგენტო "რია ნოვოსტის" ინფორმაციით, სხდომაზე აფხაზეთში რუსული სამხედრო ბაზების საკითხიც განიხილება.
ამასთან, იგეგმება მხარეებს შორის აფხაზეთის ტერიტორიაზე გაერთიანებული რუსული სამხედრო ბაზის განთავსების შესახებ შეთანხმების ხელმოწერა.
მხარეები შეთანხმებას კიდევ რამდენიმე მოდელურ კანონთან დაკავშირებითაც გააფორმებენ.