საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. ბრალის დადგენილება სააკაშვილის ადვოკატმა ოთარ კახიძემ პროკურაურაში ჩაიბარა, თუმცა საქმის მასალები ჯერ არ გადასცემია.
შეგახსენებთ, რომ გუშინ პროკურატურამ ყოფილი პრეზიდენტი მიხელ სააკაშვილი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. როგორც საგამოძიებო უწყებაში განმარტავენ საქმე ეხება 2007 წლის 07 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია იმედში შეჭრას და არკადი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას.