სეპარატისტული ცხინვალის ლიდერმა ედუარდ კოკოითმა რუსეთის შინაგანი ჯარების სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლები დააჯილდოვა.
კოკოითმა მათ ჯილდო "მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში" შეტანილი წვლილისთვის გადასცა და ამ ფორმით მათ რუსეთის შინაგანი ჯარების დღე მიულოცა.
"თქვენ ასრულებდით და ასრულებთ თქვენს მისიას სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ქართული აგრესიის მოსაგერიებლად და წესრიგის დასამყარებლად. ეს მისია ხელს უწყობს მშვიდობის შენარჩუნებას კავკასიაში", - განაცხადა კოკოითმა დაჯილდოების ცერემონიალზე.
მასალის გამოყენების პირობები