ამ დროისათვის თბილისს და მთლიანად საქართველოს ელექტროენერგია სრულად მიეწოდება -ქვეყნის ენერგოსისტემა სრული დატვირთვით მუშაობს. თუმცა გუშინ, 27 ივლისს, 22.33.საათზე ავარიულად გაითიშა მაღალი ძაბვის 500 კვ ელექტროგადამცემი ხაზი „იმერეთი" და 220 კვ ელექტროგადამცემი ხაზი კოლხიდა-2. დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზი „პალიასტომი-1".
როგორც ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, ადგილზე გასულია „საქრუსენერგოს" და „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" ბრიგადები.
„პირველადი ინფორმაციით ხაზი „იმერეთი" არის გაწყვეტილი, მიმდინარეობს ავარიის ლიკვიდაცია და დაზიანების მიზეზის დადგენა, რის შესახებაც საზოგადებას დამატებით მიეწოდება ინფორმაცია. ვწუხვართ, რომ ამ დაზიანებების გამო დედაქალაქს და ქვეყნის მნიშვნელოვან ნაწილს გარკვეული დროის მანძილზე ელექტოენერგია ვერ მიეწოდებოდა.
ამ ეტაპზე თბილისს და მთლიანად საქართველოს ელექტროენერგია სრულად მიეწოდება -ქვეყნის ენერგოსისტემა სრული დატვირთვით მუშაობს"- ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
უკვე ცნობილია ისიც, რომ ელექტროსისტემაში მომხდარი ავარიის მიზეზების დადგენის პროცესში სამართალდამცავებიც არიან ჩართულნი.
მასალის გამოყენების პირობები