დღეს ცხინვალში რუსი მწერლის ალექსანდრე პუშკინის ძეგლი გაიხსნა.
როგორც "ინტერფაქსი" იუწყება, ძეგლი პუშკინის ქუჩაზე, იმავე ადგილზე განთავსდა, სადაც იგი 2008 წლის ომამდე იყო. ძეგლის გახსნას საზოგადოებისა და ოსური ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
როგორც ცნობილია, რუსი მწერლის ძეგლი რუსული აგრესიის შედეგად დაზიანდა.