შსს-ს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ოპერაციების მართვის მთავარი სამმართველოს II სამმართველოს (ბათუმი) კანონაღსრულებისა და საზღვაო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, ქობულეთის საზღვაო რაიონში, სასაზღვრო რეჟიმის (ჰიდროციკლით საცურაო აკვატორიაში შესვლა და მანევრირება) დარღვევის ფაქტზე ერთი სომხეთის და საქართველოს ერთი მოქალაქე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 114 (პრიმა ორი) მუხლის V I ნაწილის შესაბამისად 300 (სამასი) ლარით დააჯარიმეს.