"ქრისტიან-დემოკრატები" ამჯერად წყალტუბოს მოსახლეობას შეხვდნენ.
პარტიის წარმომადგენელმა გიორგი ახვლედიანმა რაიონის სოფელ გუმბრინის მცხოვრებლების პრობლემები მოისმინა.
ახვლედიანმა ყურადღება სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამაზე გაამახვილა. მან მოსახლეობას თანხის ეფექტურად და ხელისუფლებისგან დამოუკიდებლად ხარჯვისკენ მოუწოდა.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ პროგრამასთან დაკავშირებით "ქრისტიან-დემოკრატები" მოსახლეობასთან შეხვედრებს ყოველკვირეულად მართავენ.