ქალმა კოსტავას ქუჩაზე ტაქსის მძღოლი გაძარცვა. შემთხვავა გუშინ საღამოს მოხდა. მგზავრმა მძღოლს კოსტავას ქუჩაზე მდებარე "სითი ფარმას" ფარმამარკეტთან მანქანის გაჩერება და მისთვის წამლის შეძენა სთხოვა.
მანქანაიდან გადასვლის შემდეგ კი ავტომობილიდან მძღოლის კუთვნილი თანხა მიიტაცა და მიიმალა. მანქანაში დაბრუნებულ მძღოლს 200 ლარამდე ფული და მგზავრი აღარ დახვდა, რამდენიმე საათის განმავლობაში შემთხვევის ადგილზე კრიმინალისტები მუშაობდნენ.