პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში პირველი საკადრო ცვლილებები განახორციელა. პრემიერმა თანამდებობიდან 7 მინისტრი გაათავისუფლა.
თანამდებობები დატოვეს:
სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა;
გარემოს დაცვის მინისტრმა ხათუა გოგალაძემ;
ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა დავით დარახველიძემ;
რეგიონული განვითარების მინისტრმა ელგუჯა ხოკრიშვილმა
კულტურის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ;
დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა კონსტანტინე სურგულაძემ
სოფლის მეურნეობის მინისტრმა შალვა ფიფიამ.