აშშ-ის კონგრესის დელეგაცია წარმომადგენელთა პალატის წევრის, დევიდ პრაისის (დემოკრატი ჩრდილოეთი კაროლინის შტატიდან) ხელმძღვანელობით 27 მარტს თბილისს ეწვევა.
როგორც ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოში აშშ-ს საელჩოდან აცნობეს, დელეგაცია შეხვდება საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძესა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს.
კონგრესის დელეგაციაში არიან წარმომადგენელთა პალატის წევრები ჯეფ ფორტენბერი (რესპუბლიკელი ნებრასკის შტატიდან), ჯიმ მაკდერმოტი (დემოკრატი ვაშინგტონის შტატიდან) და სტივენ ლინჩი (დემოკრატი მასაჩუსეტსის შტატიდან).
სტუმრები საქართველოში წარმომადგენელთა პალატის პროგრამის, "პარტნიორობა დემოკრატიისათვის" ფარგლებში ჩამოვლენ.
პროგრამის მიზანია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტარებთან შეხვედრა, საკანონმდებლო გამოცდილების გაზიარება და დემოკრატიული პარლამენტების განვითარების მხარდაჭერა.