ჩრდილოეთ ოსეთის სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა ცხინვალის მაცხოვრებელი დააკავეს, რომელსაც ავტომობილში დიდი რაოდენობით იარაღი და ტყვია-წამალი აღმოაჩნდა. ცხინვალის მაცხოვრებლის დაკავება ქვემო ზარამაგის საკონტროლი-გამშვებ პუნქტზე მოხდა.
"ვაზ-2107" ტიპის ავტომობილის დათვალიერებისას, რომლითაც რუსეთის სახელმწიფო საზღვარი ცხინვალის მოქალაქემ გადმოკვეთა, სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა დიდი რაოდენობით იარაღი და ტყვია-წამალი აღმოაჩინეს.
ავტომობილში იყო: ოთხი ავტომატი, ხელის ტანკსაწინააღმდეგო ნაღმმტყორცნები და სნაიპერის შაშხანა", _ იუწყებიან ჩრდილო ოსეთის სამართალდამცავები.
ამას გარდა, ავტომობილში ასევე აღმოჩნდა ზემოთჩამოთვლილი იარაღისათვის საჭირო ტყვია-წამალი. უკანონო არსენალის მფლობელი დაკავებულია, მიმდინარეობს გამოძიება.