დღეს, 27 მარტს, საქართველოს ამერიკელი კონგრესმენი ეწვევა.
როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ 22 მარტს განაცხადა, თბილისში აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის დემოკრატიის მხარდამჭერი კომისიის წევრი დევიდ ბრაისი ჩამოვა.
"შეხვედრებზე საუბარი ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას და სამომავლო პერსპექტივებს შეეხება", - განმარტა კალანდაძემ.
დევიდ ბრაისის თბილისში ვიზიტი ორდღიანი იქნება და ის 27-28 მარტს შედგება.