საქართველოს პრემიერ მინისტრი მთავრობის სხდომაზე შსს-ს მიერ 2.8 ტონა თხევადი ჰეროინის ამოღების ფაქტს გამოეხმაურა და ჩატარებულ ოპერაციას უპრეცენდენტო უწოდა.
"ჭიკაიძის უწყებამ უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის ნარკოტიკი ამოიღო. ეს არის 2,8 ტონა თხევადი ჰეროინი. ეს არის უპრეცედენტო რაოდენობის ნარკოტიკი, რაც არ ამოღებულა არა თუ ჩვენს ქვეყანაში, არამედ მეზობელ ქვეყნებშიც. მე მინდა მოგილოცოთ ეს წარმატება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, ეს ფატქი ადასტურებს, რომ ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლა ხელისუფლების პოლიტიკური ნებაა.
„ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკური ნებაა, ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლა მართლაც უპრეცედენტო იყოს. გასულ წლებში არასდროს გვინახავს არათუ მსგავსი, არამედ მიახლოებული ოდენობის ნარკოტიკის ამოღების ფაქტი. გასულ წელს ჩვენ 116 კილო ნარკოტიკი ამოვიღეთ, რაც იყო რეკორდი და ახლა ლექსომ ეს რეკორდი მოხსნა. ეს ჩვენს ქვეყანას აძლიერებს და ქვეყნის იმიჯის განმტკიცებას ემსახურება", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.