ზურაბ ნოღაიდელის მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" ოფისში ინციდენტი მოხდა. მოძრაობის ნაძალადევის ოფისში პროგრამა "კარდაკარის" მონაწილეები შეიჭრნენ და კუთვნილი ხელფასი მოითხოვეს.
მათი განცხადებით, ყოფილი პრემიერის დავალებით ამომრჩეველთა სიებს თებერვლიდან ამოწმებენ, თუმცა ანაზღაურება ამისთვის ჯერ ისევ არ მიუღიათ.
ნოღაიდელის გუნდში კი განმარტავენ, რომ "კარდაკარის" მონაწილეებს ხელფასი მხოლოდ მას შემდეგ დაურიგდებათ, რაც აქ მათ მიერ ჩატარებული სამუშაო შემოწმდება.