"ალიანსი საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი დავით გამყრელიძე "ნაციონალურ მოძრაობას" მათ წინააღმდეგ ზეწოლისა და ტერორის შეჩერებისკენ მოუწოდებს.
როგორც გაზეთ "პრაიმ-თაიმის" პრესკლუბში ჟურნალისტებთან შეხვედრისას გამყრელიძემ განაცხადა, თბილისის სხვადასხვა უბანში ალასანიას მხარდამჭერების მიმართ დაშინებამ და ტერორმა სისტემატური ხასიათი მიიღო.
მისი თქმით, ალასანიას მხარდამჭერებზე ზეწოლის ფაქტი რამდენიმე დღის წინ დიღომშიც დაფიქსირდა.
"მართალია, აღნიშნულ ფაქტზე საქმე აღიძრა, თუმცა ობიექტური გამოძიების იმედი არა გვაქვს. ასეთი ფაქტები ეჭვქვეშ აყენებს არჩევნების სამართლიანად ჩატარებას, ეს არჩევნები კი არაა რიგითი და უმნიშვნელო", - განაცხადა გამყრელიძემ.
მასალის გამოყენების პირობები