"ეროვნული საბჭოს" ლიდერები ვეტერანებს შეხვდნენ. შეხვედრაზე მთავარი აქცენტი ვეტერანების პრობლემებზე; 2008 წლის აგვისტოს ომის შეცდომებებზე, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე და ქვეყნის გაერთიანების პერსპექტივებზე გაკეთდა.
კონსერვატიული პარტიის ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა ვეტერანებს შესთავაზა ერთობლივი პროგრამის შემუშავება, სადაც განსაზღვრული იქნება ვეტერანების უფლებები და გარკვეული სოციალური შეღავათები.
შეხვედრაზე ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომლის საფუძველზედაც ჩამოყალიბდა პატრიოტთა და ვეტერანთა კოალიცია, სადაც 30-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია გაერთიანდა.
მასალის გამოყენების პირობები