ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ვიცე სპიკერი აფხაზეთის ე.წ. გმირი ვაგარშაკ კოსიანი, ე.წ. მეორე მოწვევის პარლამენტის ე.წ. დეპუტატი აფხაზეთის ე.წ. გმირი გალუსტ ტრაპიზონიანი, ე.წ. „ლეონის"ორდენის კავალერი კარაპეტ კარაგოზიანი და აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის ყოფილი წევრი ასევე ე.წ. „ლეონის" ორდენის კავალერი ვალერი მაირომიანი გამოვიდნენ წინადადებით დაიწყოს ფართო განხილვა აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენის თაობაზე. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
მათ მიერ გავრცელებულ მიმართვაში ნათქვამია, რომ სამხრეთ კავკასიის ტერიტორიაზე ევრაზიული ინტეგრაციის პროცესები დინამიურად ვითარდება. სომხეთმა საბაჟო კავშირში გაწევრიანებაზე თანხმობა განაცხადა. „ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ეს ნაბიჯი არსებით მოგებას მოუტანს როგორც ჩვენს თანამემამულეებს ასევე საბაჟო კავშირის ყველა წევრ-სახელმწიფოს. მივესალმებით სომხეთის არჩევანს, ვინაიდან ევრაზიული ინტეგრაციის კავკასიური ვექტორის განვითარება ზრდით აფხაზეთის შანსებს ამ სტრუქტურებში სუვერენულ სახელმწიფოდ შევიდეს",_ ნათქვამია მიმართვაში.
მათი თქმით, რკინიგზის აფხაზურ-ქართული მონაკვეთის გახსნა არის ყველაზე მოკლე და იაფი გზა.
„რკინიგზის აფხაზურ-ქართული მონაკვეთის გახსნა არის ყველაზე მოკლე და იაფი გზა, რომელიც სომხეთის საექსპორტო საქონელს რუსეთიკენ ოპტიმალური გზით წარმათავს, რუსეთი კი თავის მხრივ მყარ სატრანსპორტო დერეფანს მიიღებდა",_ ნათქვამია მიმართვაში.
„მოვუწოდებთ ყველას დაიწყოს ფართო და საყოველთაო დიალოგი ამ საკითხთან მიმართებაში, მათ შორის პრეზიდენტობის კანდიდატების მონაწილეობით, ვინაიდან თანამდებობაზე არჩევის შემდეგ აფხაზეთის არჩეულმა პრეზიდენტმა რკინიგზის ამ მონაკვეთის უსწრაფესი გახსნს ინიცირება მოახდინოს",_ ნათქვამია მიმართვაში.