ოკუპირებულ აფხაზეთში თურქეთში მცხოვრები აფხაზური დიასპორის წარმომადგენლებმა ჰუმანიტარული დახმარება ჩაიტანეს. მათთან შეხვედრაზე ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ვალერი ბგანბამ განაცხადა, რომ 24 აგვისტოს დაგეგმილ ე.წ. ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში თურქეთში მცხოვრები აფხაზური დიასპორის მონაწილეობას აფხაზმა ე.წ. დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
აფხაზეთში ჩასული კავკასიურ-აფხაზური სოლიდარობის კომიტეტის წარმომადგენლებმა, რომლებიც აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ვალერი ბგანბამ მიიღო სამშობიარო განყოფილებებისათვის საჭირო სამედიცინო აპარატურა ჩაიტანეს.
დელეგაციას კომიტეტის ხელმძღვანელი ესდეშან კობაშ ბგანმა ხელმძღვანელობს.
„თურქეთიდან აფხაზეთში ჩამოტანილია ხუთი კუვეზი, ეს არის სპეციალური დანადგარი ახალშობილთათვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად",_ წერს აფხაზური მხარე და აღნიშნავს, რომ ვალერი ბგანბამ სტუმრებთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ აფხაზეთის პარლამენტის დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს იდეას აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების დროს ხმის მიცემის პროცედურა თურქეთშიც ჩატარდეს სადაც მრავალრიცხოვანი აფხაზური დიასპორა ცხოვრობს.
აღსანიშნავია, რომ თურქეთის აფხაზური დიასპორის წარმომადგენლებმა აფხაზეთის ე.წ. ცესკოს ოფიციალური თხოვნით მიმართეს და ე.წ. არჩევნების დღეს ხმის მიცემის პროცედურის უზრუნველყოფა თურქეთშიც სთხოვეს. ე.წ. ცესკომ განაცხადა, რომ თურქეთში ხმის მიცემის პროცედურის ორგანიზება შესაძლებელია ე.წ. პარლამენტის შესაბამისი გადაწყვეტილების შემთხვევაში.
შეხვედრაზე ბგანბამ განაცხადა, რომ თურქეთში გაიგზავნება შესაბამისი წერილები იმისათვის რათა მათ იქ კენჭისყრის ჩატარების უფლება მისცენ. სეპარატისტები ამ საკითხების მოსაგვარებლად ტურქეთში გამგზავრებასაც აპირებენ.
თავის მხრივ თურქეთში მცხოვრები აფხაზური დისპორტის წარმომადგენლები თურქეთის პარლამნეტისათვის მიმართვის გაგზავნას აპირებენ, რომელშიც იქნება თხოვნა მისცენ უფლება აფხაზურ დიაპორას ე.წ. არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ.