"ქრისტიან-დემოკრატები" აცხადებენ, რომ ქუთაისში საარჩევნო სიებთან დაკავშირებით ჩატარებული მონიტორინგის შედეგად “ ბუნებაში არარსებული 63საცხოვრებელი მისამართი” გამოავლინეს. ამის შესახებ განცხადება დღეს პარალმენტში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე ფრაქციის თავმჯდომარემ გიორგი ახვლედიანმა გააკეთა.
როგორც ახვლედიანი აღნიშნავს, მისი პოლიტკური ძალა სიების გადამოწმებას კვლავ განაგრძობს, ეს პროცესი არ არის დასრულებული, თუმცა ახლავე შეუძლია იმის თქმა, რომ “საარჩევნო სიებში სერიოზული ხარვეზებია”.
მის თქმით, ქუთაისში გამოვლენილია 63 მისამართი, სადაც არჩევნების დღეს შეიძლება მიწერილი არმოჩნდეს როგორც კერძო ბინები, ასევე კორპუსებიც კი. “ეს კი ასეულობით არასებული ამომრჩევლით მანიპულირების საშიშროებას ქმნის”, – აცხადებს ახვლედიანი და აღნიშნავს, რომ ეს მონაცემები დრEსვე მიეწოდება ცესკოს და იმედოვნებს, რომ ცესკო აავალებს სამოქალაქო რეესტრს, მათ მიერ აღმოჩენილი ყველა უზუსტობა და შეუსაბამობა გადაამოწმოს, რათა ქუთაისში გამოვლენილი ხარვეზები დაუყონებლივ აღმოიფხვრას.
მასალის გამოყენების პირობები