"სახალხო დემოკრატების" ლიდერი, თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა ივანიშვილი საგადასახო ორგანოებს ბიზნესის ტერორში ადანაშაულებს.
როგორც ივანიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერებციაზე განაცხადა, ხშირად საწარმოების დალუქვა რამდენიმე კვირით ხდება, რის გამოც პროდუქცია ფუჭდება, თუმცა მასზე ვალდებულებას არავინ იღებს.
"მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, საწარმოების დალუქვა რამდენიმე დღეზე მეტხანს არ უნდა ხდებოდეს, ხშირია შემთხვევა, როცა ისინი საგადასახადო ორგანოების მიერ 3-4 კვირითაა დალუქული.
მოვითხოვ ფინანსთა მინისტრისგან განმარტებებს იმაზე, თუ რატომ არ სრულდება პრეზიდენტის დავალება?" - აინტერესებს ივანიშვილს.
ამასთან, მისივე შეფასებით, აღნიშნულის თაობაზე პრეზიდენტის განცხადება მორიგ პიარ-აქციას წარმოადგენდა, ან ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი და მისი უწყება თვითნებურად ეწევა ბიზნესის რეკეტს.
არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ივანიშვილი ქვეყანაში მსგავსი პრობლემის აღმოფხვრის პირობას დებს.
მასალის გამოყენების პირობები