,,ნაცმოძრაობის" წევრი გიორგი ვაშაძე ცესკო-ს მიერ არჩევნების მეორე ტურის თარიღის დანიშვნას ეხმიანება და აცხადებს, რომ დაჩქარებული წესით ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის გამოცხადდება პირდაპირ კავშირშია თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას დაპატიმრებასთან.
,,არჩევნების თარიღის დაჩქარება პირდაპირ კავშირშია გიგი უგულავას დაპატიმრებასთან. საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის დაკავების პირობებში, როდესაც უახლოესი დღეების განმავლობაში დაინიშნება სასამართლო სხდომა, ცხადია რომ პარტია საგანგებო რეჟიმში იქნება და მეორე ტურამდე დარჩენილი 8 დღე არ იქნება არანაირად საკმარისი სრულფასოვანი საარჩევნო კამპანიის საწარმოებლად.ხელისუფლებისათვის, ისევე როგორც პირველი ტურის დროს, ახლაც მეორე ტურის ჩატარებისას არ არის მთავარი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება", _განაცახდა ვაშაძემ.