დღეს, 4 ივლისს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე პროექტ ,,საქართველოს მთავრობა ღია მმართველობის" ფარგლებში ჟურნალისტებს შეხვდება. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენს" საგარეო უწყებიდან აცნობეს მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა 11: 00 საათზე გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი მედიის წარმომადგენლებს პროექტ ,,საქართველოს მთავრობა ღია მმართველობის" ფარგლებში მეექვსედ ხვდება.