უკრაინის ახალი თავდაცვის მინისტრი ვალერი გეტელეი გახდა. უმაღლესმა რადამ გეტელეი თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე დღეს დაამტკიცა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
გეტელეის კანდიდატურას მხარი 364 დარეგისტრირებული დეპუტატიდან 260-მა დაუჭირა.
უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ გეტელეის კანდიდატურის წარდგენისას განაცხადა, რომ ის სახალხო დეპუტატების იმედებს გაამართლებს.
თავად ვალერი გეტელეიმ დანიშნვნის შემდეგ რადაში სიტუვით გამოსვლისას პირობა დადო, რომ გააკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ უზრუნველყოს მშვიდობა უკრაინაში და შეინარჩუნოს ტერიტორიულ მთლიანობა. მან თავისი გამოსვლა სიტყვებით: „სლავა უკრაინე!" დაასრულა.
აღსანიშნავია, რომ გეტელეის დანიშვნამდე რადამ უკრაინის თავდაცვის მინისტრი მიხაილ კოვალი თანამდებობიდან გაათავისუფლა.