4 ივლისს, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში, ფონდის მიერ განხორციელებული და კომპანია `ჯეი-თი-აი კავკასუსის~ (JTI Caucasus) მიერ დაფინანსებული პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერის პროგრამის კურდამთავრებულთათვის სერტიფიკატების გადაცემა გაიმართება.
"პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერის პროგრამა~ არის ქართული პოლიტიკური ინსტიტუტების განვითარების ხელშეწყობის პროექტი,
პროექტის ფარგლებში საქართველოს 17 პოლიტიკური პარტიის 32-მა წარმომადგენელმა გაიარა 4-თვიანი სასწავლო პროგრამა, რომელიც მოიცავდა პოლიტიკის ანალიზის, პოლიტიკური სოციოლოგიის, ეროვნული უსაფრთხოების, საქართველოს ეკონომიკის, ევროატლანტიკური ინტეგრაციის, საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიების და სხვა სასწავლო კურსებს.
პროექტის დახურვის ცერემონიას ესწრებიან საქართველოს მთავრობისა და პოლიტიკური პარტიების ლიდერები და ხელმძღვანელები, მათ Dშორის: ზურაბ ტყემალაძე (პარტია - მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს თავმჯდომარე, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე), ზვიად ძიძიგური (საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე), ირაკლი ქადაგიშვილი (ჩვენი საქართველო -თავისუფალი დემოკრატების თავმჯდომარე), გიორგი თარგამაძე, (ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობა), ალექსადრე შალამბერიძე (თავისუფალი საქართველო), სერგო ჯავახაძე (მოძრაობა სამართლიანი საქართველოს ლიდერი) თამარ კაკაბაძე (ახალი მემარჯვენეების თავმჯდომარე) მანანა ნაჭყებია (ახალი მემარჯვენეები), დავით ზურაბიშვილი (რესპუბლიკური პარტია), შალვა კიკნაველიძე (ეროვნული ფორუმი - თამჯდომარის მოადგილე) და სხვ.