პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში აცხადებს, რომ კანონის წინაშე ყველა თანსწორია, მათ შორის, თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა. როგორც კობახიძემ უგულავას დაკავების შეფასებისას განაცხადა მსგავსი ტიპის ბრალდებებით საქართველოს არა ერთი მოქალაქე იხდის სასჯელს და უგულავა მათგან არაფრით განსხვავდება.
,, ის რომ გიგი უგულავას დაპატიმრება თვითმიზანი, არ იყო კარგად ჩანს პროკურატურის შუამდგომლობიდანაც, რომ მისი მიმართ აღმკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდება მოითხოვა და არა დაპატიმრება. თუმცა გარემოებები იცვლება. საგამოძიებო სამსახურს, როგორც ჩანს, ინფორმაცია ჰქონდა რომ უგულავა ქვეყნის დატოვებას აპირებდა და რისკი დიდი იყო, რომ საქართველოში აღარ დაბრუნდებოდა და პასუხისმგებლობას თავს აარიდებდა. მოგეხსენებათ, უგულავას მძიმე დანაშაულში ედება ბრალი, საუბარია 50 მილიონამდე თანხის გაფლანგვაზე, მათ შორის, მილიონზე მეტი დაკავშირებულია ,,სიტი პარკთან, ასევე საუბარია ფულის გათეთრებაზე, რაც მძიმე დანაშაულია. კანონის წინაშე ნებისმიერმა ადამიანმა პასუხი უნდა აგოს და უგულავა კანონზე მაღლა ვერ დადგება. ამგვარი ფინანსური დანაშაულებისთვის ჩვენი მოქალაქეები დაპატიმრებულები არიან და არა ერთი იხდის სასჯელს. ამიტომ არ მესმის უგულავა რითაა იმ ჩვეულებრივ მოქალაქეეზე მეტი. Aასე რომ, ყოფილი მერობა, ან რაიმე თანამდებობა პასუხისმგებლობისგან პირს არ ათავისუფლებს. შესაბამისად ნებისმიერი ადამიანი, მათ შორის, ყოფილი მერი ვალდებულია გასცეს კითხვებზე პასუხი", _განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში კობახიძემ.