ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას დაკავებას ეხმიანება და აცხადებს, რომ ნებისმიერი პირის დაკავება თუ გათავისუფლება გამოძიებისა და სასამართლოს პრეროგატივაა და ამაში მინისტრთა კაბინეტის წევრები ნაკლებად უნდა ჩაერიონ.
,,ღრმად ვარ დარწმუნებული რომ ამა თუ იმ ადამიანის დაკავება, ან გათავისუფლება არს მხოლოდ და მხოლოდ გამოძიებისა და სასამართლოს პრეროგატივა. შესაბამისად, ალბათ, მათ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება და ჩვენ ნაკლებად უნდა ჩავერიოთ ამაში. მე მჯერა რომ ყველა კანონის წინაშე თანასწორია", _განაცხადა სერგეენკომ.