სამედიცინო სამსახურების ორგანიზაციული საკითხების გაცნობის მიზნით კურორტ ბეშუმში ჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ლევან გორგილაძე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების რეგიონული სამსახურის უფროსი მინდია კახიძე და ხულოს მუნიციპალიტეტის გამგების სოციალური სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი გოჩა ცეცხლაძე იმყოფებოდნენ.
ვიზიტის ფარგლებში სამინისტროს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების და ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლებმა მოინახულეს ხულოს მუნიციპალიტეტის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც ბეშუმში 10 ივნისიდან 24 საათიან მორიგეობას ახორციელებენ. ასევე, შეხვდნენ კურორტზე მყოფ მოიალაღეებს და მოისმინეს მათი მოთხოვნები.
მოიალაღეების მთავარ მოთხოვნას კურორტზე სასწრაფო სამედიიცნო დახმარების დროული მიწოდება წარმოადგენს, რაც უკვე გადაწყვეტილია. წელს პირველად ბეშუმში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები საკურორტო სეზონის დასრულებამდე, 15 სექტემბრამდე დარჩებიან. საკურორტო სეზონის გახსნის შემდეგ დამსვენებლებსა და მოიალაღეებს უწყვეტი ამბულატორიული მომსახურებაც მიეწოდებათ.
ბეშუმში საკურორტო სეზონი 5 ივლისს გაიხსნება, ადმინისტრაციის განმარტებით კურორტი დამსვენებლების მისაღებად მზადყოფნაშია.