,,დაკავებული ვარ იმის გამო რომ ბიძინა ივანიშვილს თავს არ ვუხრი და არც არასდროს დავუხრი", _განაცხადა თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ დაკავებისას.
მისვე განცხადებით, არსებულ სისტემას ნიღაბი ჩამოხსნა.
,,აქამდე ვთამაშობდით დამალობანას, ახლა ვითამაშებთ დაჭერობანს. მერე ისევ დავუბრუნდებით დამალობანს, მერე ისევ - დაჭერობანას. სხვა გზა არ აქვთ და მაკავებენ, დანარჩენი სამართლებრივად მართალი ვარ", _განაცხადა უგულავამ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის ყოფილი მერი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებმა აიყვანეს. ამ დროისთვის ის მოდულის შენობაში იმყოფება.
შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილები არიან "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები.
უგულავა აეროპორტში დილის 06:00 საათზე დააკავეს, იმ დროს, როდესაც ის ,,ნაცმოძრტაობის" წევრი გიგა ბოკერია უკრაინაში მიემგზავრებოდნენ.