ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწეს უსაფრთხოების სფეროში ახალი გამოწვევების დარგში სორინ დუკარუს შეხვდა. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენს" სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ნატოს უელსის სამიტისთვის მზადების პროცესი, ქვეყანაში არსებული პროგრესი, რეგიონში მიმდინარე მოვლენები და ნატო-საქართველოს თანამშრომლობა, მათ შორის უსაფრთხოების ახალი გამოწვევების სფეროში.
მასალის გამოყენების პირობები