2 ივლისს მსოფლიო სპორტული ჟურნალისტიკის დღეს აღნიშნავს. სპორტულ ჟურნალისტთა საერთაშორისო დღეს 1920 წელს ანტვერპენის ოლიმპიური თამაშებისას ჩაეყარა საფუძველი, პარიზის მერვე ოლიმპიადაზე კი მსოფლიო სპორტისა და პრესის ასოციაცია დაფუძნდა. საქართველო ამ ასოციაციის წევრი 1992 წელიდან გახდა.
მიუხედავად ამისა, საქართველოში სპორტულ ჟურნალისტიკას უფრო ღრმა ფესვები აქვს: პირველი ქართული სპორტული ჟურნალი „შევარდენი" 1918 წელს გამოჩნდა და მას სპორტული საზოგადოება „შევარდენი" გამოსცემდა, 1934 წელს კი გაზეთი „ფიზკულტურელი" დაარსდა, რომელსაც 1949 წლიდან სახელი შეეცვალა და დღემდე „ლელოს" სახელით ვრცელდება.
მასალის გამოყენების პირობები