დღეს, მოსკოვში რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ხელმძღვანელს სერგეი ბაღაფშს შეხვდა.
"ინტეფაქსის" ცნობით, რუსეთის ფედერაცია აფხაზეთის ე.წ. რესპუბლიკას 700 მილიონი რუბლის შეღავათიან კრედიტს გამოუყოფს. აღნიშნული თანხა აფხაზეთის ცენტრალურ ბანკს მოხმარდება. კრედიტი 10 წელზეა გათვლილი.
ამასთან, ვლადიმერ პუტინის თქმით, რუსეთის ფედერაციამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება და 2010-12 წლებში რუსული მხარე აფხაზ სეპარატისტებს 10 მილიარდ რუბლსაც გამოუყოფს.
შეგახსენებთ, რომ პუტინი და ბაღაფში ერთმანეთს გუშინ უნდა შეხვედრონენ. აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი რუსეთში 23 მარტს გაემგზავრა.