"ქრისტიან-დემოკრატები" ხელისუფლებას თბილისი-მოსკოვის პირდაპირი რეისის აღდგენისათვის ქმედითი ნაბიჯების გადადგმისაკენ მოუწოდებენ. ამის შესახებ განცხადება, "ქრისტიან-დემოკრატების" წარმომადგენელმა ნიკა ლალიაშვილმა დღეს სესიაზე გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, რეისის აღდგენისათვის საჭიროა “ძალიან მარტივი პროცედურეს გავლა”, რაც გულისხმობს, პასუხისმგებელი პირების მხრიდან მოსკოვში მიმართვის გაგზავნას.
ლალიაშვილი აღნიშნავს, რომ იმ ფონეზე, როდესაც მიმდინარეობს ფარული მოლაპარაკებები ლარსის აღდგენასთან დაკავშირებით გაუგებარია საქართველოს ხელისუფლება ასეთ მოლაპარაკებებს რატომ არ აწარმოებს პირდაპირი ავიარეისის აღდგენასთან დაკავშირებით.
"პირდაპირი ავიარეისის აღდგენა მნიშვნელოვანია რუსეთში მცხოვრები 800 ათასი ქართველი მოქალაქისათვის, რომლებიც ოკუპანტ ქვეყანაში ისედაც მძიმე პირობებში არიან და სააღდგომოდ მაინც უნდა მიეცეთ ქვეყანაში პრობლმეების და ზედმეტი წვალების გარეშე ჩამოსვლის საშუალება. მივმართავ ყველას, ვისაც გადაწყვეტილების მიღება შეუძლია, პოლიტიკური მოსაზრებები მოდელირებული თუ არამოდელირებული შიშები გვერდზე გადადოთ და ეს საკითხი გადაწყვიტოთ პატრიოტიზმის, კეთილგონიერების და რელიგიური გრძნობების შესაბამისად”, – განაცხადა ლალიაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები