თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 143-ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში გეგმიური დასუფთავების სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით 1, 2, 3 და 4 ივლისს, ღამის 00:00 სთ-დან დილის 06:00 სთ-მდე, იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა განხორციელდება რიკოთის საავტომობილო გვირაბის შემოსავლელ გზაზე.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, კლიმატური პირობების გაუარესების შემთხვევებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გვირაბის გავლით 24 საათის განმავლობაში.
გვირაბის მოვლა-შენახვის ფარგლებში გეგმიური დასუფთავების სამუშაოები წელიწადში 2-ჯერ ტარდება.