გვაინ ღამით, სტიქიამ დუშეთის რაიონის რამდენიმე სოფელი დააზარალა. წუხელ მოსული ძლიერი წვიმის გამო, ბარისახო-ჟინვალის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზაზე კლდის მასა ჩამოწვა, რის გამოც გზა, ჩაიხერგა.
სამაშველო სამსახურები შემთხვევის ადგილზე გვიან ღამემდე მუშაობდნენ. ამ დროისთვის ბარისახო-ჟინვალის გზაზე შეფერხება აღარ არის.
ძლიერი წვიმის გამო ასევე ბულაჩაურში არსებული რამდენიმე ხევი ადიდდა და ჯებირები გაანგრია.
შემთხვევის ადგილზე დუშეთის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ტრიპოლსკი და დუშეთის რაიონის გამგებელიც იმყოფებოდნენ.
ძლიერი წვიმის გამო დაიტბორა სოფელი ჭოპორტიც. წყლითაა დაფარული საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, დანგრეულია ღობეები, დახოცილია შინაური ფრინველი და განადგურებულია სახნავ - სათესები.
ჯერჯერობით, უცნობია რეგიონში სტიქიით მიყენებული ზარალის ოდენობა,
ამ დროისთვის ძლიერი წვიმის შედეგად, ჩამოწოლილი მეწყერის გამო დუშეთის რაიონში გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.