დღეს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიაში 2010-2011 წლების სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია მოეწყობა.
გეგმის პრიორიტეტი თვითმმართველობის არჩევნების გამჭვირვალობა და ამომრჩეველთა სიების მაქსიმალურ სიზუსტე იქნება. ცესკოში უკვე შექმნილია რამდენიმე სამუშაო ჯგუფი, რომლებიც საარჩევნო სიების დახვეწაზე და შესაბამისად აუცილებელ ახალი ტექნოლოგიების დანერგვაზე მუშაობენ.
"ცენტრის ძირითადი ფუნქცია იქნება სარჩევნო უბნებისა და საარჩევნო ოლქების მოხელეთა ტრენინგების ცატარება, მათი კვალიფიკაციის ამაღლება და მომზადება არჩევნებისათვის. ცენტრი ასევე იმუშავებს სხვა მნიშვნელოვან მიმართულებებზეც", _ აცხადებს ცესკოს პრესმდივანი გული გიორგაძე.
მასალის გამოყენების პირობები