მთავრობის ადმინისტრაციასთან ,,ნაცმოძრაობის" აქცია ლოზუნგით ,,ევროპაში - პოლიტიკური დევნის გარეშე" მიმდინარეობს.
აქციაზე იმყოფებიან პარტიის ლიდერები მათ შორის თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა. როგორც პარტიის ერთ-ერთმა წევრმა ხათუნა გოგორიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა არ შეიძლება ხელისუფლება ერთხი ხელით ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრუელბას ხელს აწერდეს, ხოლო მეორე ხელით დემოკრატიულ ფასეულობებს ანადგურებდეს.