საქართველოში ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ ისაუბრეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა და აშშ-ის კონგრესის თანამშრომლებმა დღეს თბილისში, იუსტიციის სახლში გამართულ შეხვედრაზე.
დავით უსუფაშვილის განცხადებით, არჩევნები მაღალ დონეზე ჩატარდა, რაც შეეხება გამოვლენილ დარღვევებს, ხდება მათი დროულად შესწავლა და შესაბამისი რეაგირება. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით ელექტორალური დემოკრატია ჯერ კიდევ არ არის იდეალური, მაგრამ მიმდინარეობს მუშაობა მის საბოლოოდ გასამყარებლად. შეხვედრაზე ისაუბრეს ხელისუფლებაში და ზოგადად პოლიტიკაში გენდერული ბალანსის შესახებ. როგორც დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ქართულ პოლიტიკაში უფრო მეტი ქალი ლიდერი გამოიკვეთოს. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენს" პარლამენტის პრესსამახურიდან აცნობეს შეხვედრაზე საუბარი შეეხო ეკონომიკურ საკითხებსაც და ითქვა, რომ საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს როგორც მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობაზე, ასევე დიდი პროექტების განხორციელებაზე.