საქართველოს საელჩომ უზბეკეთისა და ტაჯიკეთის რესპუბლიკებში გამართა პრესკონფერენცია საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერასთან დაკავშირებით. აღნიშნული ღონიეძიება მოეწყო ერთობლივად უკრაინისა და ევროკავშირის საელჩოებთან. პრესკონფერენციაზე საქართველოს ელჩმა, კონსტანტინე ჟღენტმა თავის უკრეინელ და ევროპელ კოლეგებთან, იური სავჩენკოსთან და იური შტერკთან ერთად ისაუბრა შეთანხმების მნიშვნელობაზე, რის შემდეგაც ელჩებმა უპასუხეს ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვებს.
საგარეო უწყების ინფორმაციით, პრესკონფერენციის შემდეგ მოეწყო საზეიმო მიღება, რომელაც დაესწრო უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი, დილიორ ხაკიმოვი, ევროპის ქვეყნებთან და ნატოსთან თანამშრომლობის სამმართველოს უფროსი ნოდირ განიევი, დსთ-ს ქვეყნებთან და რუსეთთან თანამშრომლობის სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, ბახრომ ბობოევი და ასევე უზბეკეთში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის და პრესის წარმომადგენლები.