ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართა , სადაც განიხილებოდა კომიტეტის რეზოლუციაში შესატანი ცვლილებები.
როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენს" საკანონმდებლო ორგანოს პრესსამსახურიდან აცნობეს კომიტეტმა მხარი დაუჭირა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ვიქტორ დოლიძის მიერ წარმოდგენილი ცვლილებების ასამბლეის პლენარულ სხდომაზე განხილვას.
ცვლილებები შეეხებოდა საქართველოს მიერ თავდაცვის სფეროს საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერებას და რუსეთის ფედერაციის მიმართ მოწოდებას, რათა მან შეასრულოს 2008 წლის შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, მოახდინოს საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია და პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს. მიუხედავად რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგობისა, კომიტეტმა მხარი დაუჭირა ვიქტორ დოლიძის მიერ შემოთავაზებულ ცვლილებას.
კომიტეტის მომხსენებელმა, ფინეთის წარმომადგენელმა ქალბატონმა პია კაუმამ აღნიშნა, რომ საქართველო თავდაცვის სფეროზე საპარლამენტო კონტროლის გაძლიერების კარგი მაგალითია.
საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ვიქტორ დოლიძის ხელმძღვანელობით, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომის მუშაობაში მიიღების მონაწილეობის მიზნით ბაქოში 27 ივნისს გაემგზავრა.