,,ნაცმოძრაობა" საქართველოში კრიმინალური ავტორიტეტების გავლენის დაბრუნების შემაშფოთებელი ტენდენციაზე მიუთითებს. როგორც პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ,,ნაცმოძრაობის" წევრმა გიორგი ღვინიაშვილმა განაცხადა 19 ივნისს საქართველოში კრიმინალური ავტორიტეტი მინდია გორაძე შემოვიდა, რომელიც 2013 წლის შემდეგ ქურდული სამყაროს წევრობისთვის იძებნებოდა და მის დასაკავებლად მობილიზეწბული იყვნენ სამართალდამცავები, თუმცა ბოლო მომენტში გორაძე უპრობლემოდ შემოეშვეს საქართველოში.
,,დღეს გვინდა, გაცნობოთ კიდევ ერთი ფაქტის შესახებ. 2014 წლის 19 ივნისს დილის 4:00 საათზე საქართველოს საზღვარს სარფის საბაჟოსთან ავტომანქანით მოუახლოვდა კრიმინალური ავტორიტეტი მინდია გორაძე(მეტსახელად "ლავას-ოღლი"). გამომდინარე იქიდან, რომ მინდია გორაძე 2013 წლის შემდეგ იძებნებოდა 223-ე პრიმა მუხლით (ორგანიზებული დანაშაულის ანუ ქურდული სამყაროს წევრობა) მის დასაკავებლად მობილიზებული იყო შსს-ს ოთხი დეპარტმანეტის (სახელმწიფო უსაფრთხოების სამმართველო, საპატრულო პოლიცია, კრიმინალური პოლიცია და საზღვრის დაცვის პოლიცია) თანამშრომლები. თუმცა, ბოლო მომენტში ოთხივე დეპარტამენტმა მიიღო ბრძანება, რომ მინდია გორაძე უპრობლემოდ შემოეშვათ საქართველოში. ,,ლავას-ოღლი" საქართველოში შემოვიდა მინდია აბაშიძის სახელით და მას საქართველოს ტერიტორიაზე დახვდა უახლოესი მეგობრები: ფაღავა და რამაზ დევაძე. მეგობრები მთელი დღის განმავლობაში გადაადგილებოდნენ დევაძის კუთვნილი შავი BMW-თი, ხოლო საღამოს ოჯახებით იქეიფეს სასტუმრო „გოლდენ პალასის"რესტორანში. მეორე დღეს 20 ივნისს მინდია გორაძე-აბაშიძემ დატოვა საქართველო", _აცხადებს ღვინიაშვილი.
ღვინიაშვილის შესაბამისი უწყებების მხრიდან მოითხოვს შეისწავლონ საქართველოს კანონმდებლობის უხეშად დარღვევის აღნიშნული ფაქტი.
,,მოვითხოვთ, სასწრაფოდ გამოიძიონ საქართველოს კანონმდებლობის უხეშად დარღვევის ფაქტი; შეისწავლონ საზღვრის გადმოკვეთის ინფორმაცია, სარფის საბაჟოსა და სასტუმრო „გოლდენ პალასში" არსებული კამერების ჩანაწერები; გაირკვეს, თუ ვისგან მოდიოდა უკანონო ბრძანებები და დაისაჯოს ამ დანაშაულის უკლებლივ ყველამონაწილე", _აცხადებს ღვინიაშვილი.
ღვინიაშვილის განცხადებით, მინდია გორაძე („ლავას-ოღლი") საქართველოში 2006 წელს ბანდიტიზმის მუხლით იყო გასამართლებული, 2012 წელს მან დატოვა საქართველო და 2013 წელს ოდესაში მისი „ქურდად" კურთხევა მოხდა.
,,ჩვენი მონაცემებით,სწორედ მან გადაიხადა 2000 დოლარი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის განყოფილების ერთ-ერთი პროკურორის, ფრიდონ ქარცივაძის სამსახურებრივი ავტომობილის დაწვისთვის. ამ ფაქტს შურისძიებისხასიათი ჰქონდა და ა.წ. 29 აპრილს ქ. ბათუმში მოხდა", -აცხადებს ღვინიაშვილი.