ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი სამუშაო ვიზიტით ხორვატიაში გაემგზავრა. სახელმწიფო მინისტრი ქ.ზაგრებში ორმხრივ შეხვედრებს გამართავს ხორვატიის პარლამენტის თავმჯდომარესთან იოსიპ ლეკოსთან და თავდაცვის მინისტრთან ანტე კოტრომანოვიჩთან. ვიზიტის ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია შეხვედრა ხორვატიის საგარეო და ევროპულ საქმეთა სამინისტროში, სადაც სახელმწიფო მინისტრს ევროპულ საქმეთა ასისტენტ მინისტრი რვოე მარუშიჩი, მრავალმხრივი ურთიერთობებისა და გლობალურ საკითხებში მინისტრის თანაშემწე ვესნა კოსი და ევროპულ საქმეთა სამინისტროს ბრწყინვალების ცენტრის (Center of Excellence) ხელმძღვანელი მირნა ვლაშიჩ ფეკეტიია უმასპინძლებენ. შეხვედრებზე საქართველოს-ევროკავშირს შორის ასოცირებისა და მისივე შემადგენელი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებების ხელმოწერის მნიშვნელობაზე, გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე, ქვეყნის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის დინამიკასა და უელსში დაგეგმილი ნატო-ს სამიტისათვის მზადებასა და მოლოდინზე, ასევე, რეგიონში არსებულ ვითარებაზე იმსჯელებენ.