ნატოს გენერალური მდივნის წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი საქართველოს, მოლოდოვასა და უკრაინის ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აცხადებს, რომ სამივე სახელმწიფომ საკუთარი არჩევნის გასაკეთებლად მამაცობის მაგალითი აჩვენე.
,, ვულოცავთ საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას. სამივე მათგანმა გაუძლო უზარმაზარ ზეწოლას რუსეთის მხრიდან საგარეო პოლიტიკური გზის შეცვლასთან დაკავშირებით. სამივე მათგანმა აჩვენა შესანიშნავი გამბედაობა რათა საკუთარი არჩევანი გაეკეთებინათ", _აცხადებს აპატურაი.