უკრაინის შს მინისტრი არსენ ავაკოვი აცხადებს, რომ ბოევიკებს იარაღის დაყრისათვის რამდენიმე საათი დარჩათ. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
„მიმაჩნია, რომ ყველა ვინც ადეკვატურია, მიიღებს კიდევ რამდენიმე საათს იმისათვის რათა მიიღოს ის პირობები, რომელსაც უკრაინა მათ სთავაოზობთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ხისტად და ადეკვატურად ვიქმოქმედებთ",_ განაცხადა ავაკოვმა და აღნიშნა, რომ უკრაინას მოთბინების ფიალა უკვე აევსო.
„სამშვიდობო პროცესის ფარგლებში დონეცკისა და ლუგანსკის მხრიდან ჩვენ სამწუხაროდ გვაქვს 20 ზე მეტი დაღუპული ჩვენი მხრიდან, დაჭრილთა უზარმაზარი რაოდენობა და მოთბინების ფიალა, რომელიც უკვე დაიცალა",_ განაცხადა ავაკოვმა.