პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძის განცხადებით, ბევრს არ სჯეროდა როცა ხელისუფლება ამბობდა, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე ხელს ისე მოვაწერთ, რომ რუსეთიდან სერიოზული ხელისშემშლელი წინააღმდეგობა არ შეგვხდებოდა.
"როდესაც ჩვენ ვამბობდით, რომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე ხელს ისე მოვაწერთ, რომ რუსეთიდან სერიოზული ხელისშემშლელი წინააღმდეგობა არ შეგვხდება, ეს საქართველოში ბევრს არ ეჯერა, ოპონენტებსაც და საზოგადოების გარკვეულ ნაწილს. ჩვენ მივედით იმ დღემდე როცა ასოცირების შეთანხმებას მოვაწერთ ხელს და რუსეთი ხელისშემშლელი ფაქტორი არ იქნება. ამას ძალიან დიდი ძალისხმევა, დიდი მონდომება და პროფესიონალიზმი დასჭირდა. ყველაფერი თავისთავად არ მომხდარა, ამიტომ ეს ჩვენი საგარეო პოლიტიკის სერიოზული წარმატებაა", _განაცახდა აბაშიძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე.
შეგახსენებთ, რომ საქართველო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ხელს, ხვალ, 27 ივნისს მოაწერს.