„კონფლიქტი დონეცკსა და ლუგანსკში ორი წვეთი წყალივით ჰგავს 1992-1993 წწ მომხდარ აფხაზეთის ომს",- წერს სოციალურ ქსელში თავის გვერდზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
„მაშინ შვარდნაძემ სამ შეთანხმებას მოაწერა ხელი ზავის შესახებ და ყოველ ჯერზე რუსეთი ამას ძალების გადაჯგუფებისა და ახალი ტერიტორიების ხელში ჩასაგდებად იყენებდა.
დღეს კი ასეთივე ზავის გამოცხადებით, პუტინი სავარაუდოდ, საკუთარი თავის წინაშე სამ ამოცანას აყენებს: პირველი ამოცანაა თავი დააღწიოს შერჩევით სანქციებს დასავლეთის მხრიდან, რომლებიც აუცილებლად ამოქმედდებოდა ახლა რომ შეთანხმება მიღწეული არ ყოფილიყო. მეორე - პუტინმა შეძლო და შექმნა ახალი სუბიექტები დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ბანდიტებისაგან, რაც მომავალში იმის საშულების მომცემი იქნება, რომ ისაუბრო კონფლიტზე დონეცკის სახალხო რესპუბლიკასა და უკრაინას შორის და არა უკრაინასა და რუსეთს შორის და მესამე - ეცდება უკრაინის მთავრობის ყურადღება მოადუნოს, ამ დროს გააძლიეროს ჩუმად ბანდიტები საბოლოო დარტყმის მისაყენებლად, რათა მათ უკრაიnელი სამხედროები დონეცკსა და ლუგანსკიდან განდევნონ",- წერს მიხეილ სააკაშვილი და იმედს გამოთქვამს, რომ უკრაინის მთავრობას აქვს საკმარისი გამოცდილება იმისათვის, რომ გააანალიზოს „ყველა შესაძლო რისკი და არ მისცეს საშუალება პუტინს განახორციელოს გეგმა უკრაინის შემდგომი დაშლისა".