ადლერის პრიმატოლოგიის ინსტიტუტმა სოხუმის მაიმუნთსაშენს ოთხი სახეობის 50 მაიმუნი აჩუქა. განცხადება ამის შესახებ სოხუმის მაინმუნთსაშენის დირექტორმა ზურაბ მიქვაბიამ გაკეთა. მისი თქმით, რუსეთის რიგი კვლევითი ინსტიტუტები ასევე დაინტერესებული არიან სოხუმის მაიმუნსაშენთან თანამშრომლობითა და ერთობლივი კვლევების ჩატარებით.
"ჩვენით დაინტერესებას გამოხატავს ვირუსოლოგიის ინსტიტუტი, როსკოსმოსის წარმომადგენლები, გამალელის სახელობის ეპიდემიოლოგიისას და მიკრობიოლოგიის ინსტიტუტი, რომელიც თანამშრომლობას და ერთობლივი კვლევების ჩატარებას გვთავაზობს", _ აცხადებს მიქვაბია.
ამას გარდა, რუსი მეცნიერები აფხაზურ ინსტიტუტს ამბიციურ პროექტს "ბიოსფეროს" სთავაზობს, რომელიც პრიმატებისა და რობოტების თანაარსებობას ითვალისწინებს.