ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ,,ნაცმოძრაობის" მიერ გავრცელებულ ვიდეომასალას მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ თუკი რომელიმე საარჩევნო უბანზე მოხდა დარღვევა, ამისათვის არსებობს ცესკო.
,,თუკი რომელიმე საარჩევნო უბანზე მოხდა დარღვევა, ამისათვის არსებობს ცესკო. დარწმუნებული ვარ, კანონით დადგენილი წესით დაარეგულირებს ამ საკითხს და მიიღებს ადეკვატურ ზომებს", - განაცხადა დავით სერგეენკომ.
შეგახსენებთ, რომ ,,ნაცმოძრაობა" მარნეულში არჩევნების გაყალბებაზე საუბრობს. როგორც პარტიის ოფისში გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე ,,ნაცმოძრაობის" საარჩევნო შტაბის თავმჯდომარემ გიგი უგულავამ განაცხადა უნდა მოხდეს ხმების ხელახალი გადათვლა ან უნდა ჩატარდეს მეორე ტური.
უგულავამ ,,თავაისუფალი ზონის" წარმომადგენლის ვიდეომასლა წარმოადგინა, რომელიც ბრიფინგზე მარნეულის ორი საარჩევნო უბნებზეა გადაღებული.
ვიდეომასალაში აღბეჭდილია თუ როგორ აგდებს ერთი და იგივე პირი საარჩევნო ყუთში რამდენიმე ბიულეტენს.