ახალგორის და ჯავის ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო რეჟიმი აეროდრომების აშენებას გეგმავს. ამის შესახე სააგენტო "ოსინფორმი"იუწყება.
მათი ინფორმაციით, აღნიშულ რაიონებში აეროდრომის აშენებაზე ტენდერი რუსეთის ფედერაციის "პროგამებისა და პროექტების რეალიზაციის სამხრეთ დირექციამ" უკვე გამოაცხადა. ასევე ტენდერია გამოცხადებული ოკუპირებულ რეგიონში ედისის წაყლსადენს და ახალგორის სახანძრო-სამაშველო ნაწილის სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების შესრულებაზეც.
"ოსინფორმის" ინფორმაციით, ოკუპანტებმა ღია აუქციონი ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მიწის მოწყობითი სამუშაოების ჩატარებაზე გამოაცხადეს, კერძოდ კი ოფიციალურ განაცხადი აუქციონის ჩატარებაზე "რუსეთის ფედერაციის უშიშროების სამსახურის ჩრდილოეთ ოსეთის სასაზღვრო სამმართველომ" გაკეთა.